აფხაზეთი (აფხაზები და აფსუები)

აფხაზეთი არის საქართველოს უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთის ისტორიული პროვინცია. ამჟამად მისი ჩრდილოეთ საზღვარი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემს გასდევს, სამხრეთით და სამხრეთ-დასავავლეთით შავი ზღვა აკრავს, ჩრდილო-დასავლეთის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის, ხოლო აღმოსავლეთი სვანეთ-აფხაზეთის ქედზე და მდინარე ენგურზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი დღეს 8,7 ათასი კვ.კმ-ია, რაც საქართველოს ტერიტორიის 12,5 პროცენტს შეადგენს. 
გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია ორი საერისთავოს სახით იყო წარმოდგენილი: აფხაზეთის და ცხუმის, აფხაზეთის საერისთავოს შარვაშიძეთა ფეოდალური გვარი ედგა სათავეში, ხოლო ცხუმის საერისთავოს ამანელისძეები. XIII საუკუნის 90-იან წლებში ცხუმის საერისთავო ოდიშის საერისთავოს შეუერთდა. XV საუკუნიდან, ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს დაშლის შემდეგ შარვაშიძე ოდიშის მთავრის ქვეშევრდომი იყო. XVII საუკუნის I ნახევარში საზღვარი აფხაზეთსა და ოდიშს შორის მდინარე კელასურზე გადიოდა. ამ დროისთვის დამახასიათებელი საერთო სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული დაქვეითების და ჩრდილო კავკასიიდან თანდათანობით შემოღწეული მოსახლეობის აქ დამკვირდების შედეგად აფხაზეთი XVII-XVIII სს-ში ცალკეულ ფეოდალურ-თემობრივ ტერიტორიულ ერთეულებად იყო დაყოფილი, რომელთა სათავეში სხვადასხვა გვარის წარჩინებული წარმომადგენლები იდგნენ. მათ შორის კვლავ შარვაშიძეები პირველობდნენ, რომლებიც აღიარებდნენ ოდიშის მთავრის უზენაესობას.
1810 წელს რუსეთმა შეიერთა აფხაზეთი
2008 წლის 26 აგვისტოს კი რუსეთის ხელისუფლებამ დაასრულა აფხაზეთის სრული ანექსია და ფორმალურად სცნო აფხაზეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. სინამდვილეში ეს არის აფხაზეთის ტერიტორიის მიტაცება, სადაც მრავალრიცხოვანი რუსული სამხედრო შენაერთები აკონტროლებენ პოლიტიკურ ვითარებას. მიუხედავად რუსული იმპერიული ძალების მცდელობისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა სამართლებრივად საქართველოს სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია.
         აფხაზეთში დღეს ცხოვრობენ ქართული ეპონიმიკის მქონე აფსუა-აბაზგი ტომები და ის გააფსუებული ქართველები რომლებიც ჩვენ გვებრძოდნენ, ნამდვილი აფხაზები არიან შერვაშიძეები, ანჩაბაძეები, ემხვარები ხაბაზები და ასე შემდეგ.
        
აფხაზეთის თავადები1 (114). შერვაშიძე (მთავარი, ჩაჩბა)
Page 33
2 (115). ანჩაბაძე (აჩბა) 3 (116). ემუხვარი (ემხა) 4 (117). ინალიშვილი (ინალ-იპა) 5 (118). მარშანია (ამარშან, მაან) 6 (119).სოტიშვილი (ჩააბალურხვა) 7 (120). ჩქოთუა8 (121). ზეფიშვილი (ძიაფშ-იპა)
            ,,უკანასკნელ ხანებში აფხაზეთის ისტორიის ზოგი ფალსიფიკატორის მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს თანამედროვე აფხაზეთის ასსრ-ს ტერიტორია მუდამ ადიღეური მოდგმის აფსუების ტომის კუთვნილება იყო (რომელთაც დღეს შეცდომით “აფხაზებს” უწოდებენ), ხოლო ქართველებმა ვითომდაც XX საუკუნეში “დაიპყრეს” აფხაზეთი. ამასთან დაკავშირებით მე შეგახსენებთ თქვენთვის კარგად ცნობილ ბესლეთის XII საუკუნის ხიდს სოხუმში, რომელიც თამარ მეფის ეპოქაშია აგებული. ამ ხიდზე მიკრულია განმარტებითი დაფა, რომელზეც წერია, რომ ხიდი ძველქართული არქიტექტურის ძეგლია და მასზე შემონახულია ქართული წარწერა, მაგრამ სიტყვა “ქართული” წაშლილია (არსებობს ფოტო ამ დაფისა). ვის დასჭირდა ამ სიტყვის წაშლა? ცხადია იმას, ვინც ესოდენ გულმოდგინედ აყალბებს აფხაზეთის ისტორიას და ავრცელებს ხმებს მისი ვითომდაც გვიანდელი “დაპყრობის” შესახებ ქართველთა მიერ. ამგვარი ადამიანები ჩქმალავენ იმასაც, რომ ამ ხიდის გარდა მთელს აფხაზეთში უამრავი ქართული ძეგლია და რომ არაქართული ძეგლები აქ საერთოდ არ მოიპოვება (რუსული ძეგლები ჩნდება XIX-XX საუკუნიდან), რაც იმაზე მიუთითებს, რომ აფხაზეთი მუდამ საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო, ხოლო თავად სიტყვა “აფხაზეთი” იყო სახელწოდება დასავლეთ საქართველოსი ისევე, როგორც ეგრისი და კოლხეთი, აფხაზები ქართული ტომის სახელწოდება იყო, ხოლო ამ მხარის დღევანდელი მკვიდრნი, ადიღეური აფსუები აქ ჩამოსახლდნენ XVII-XVIII საუკუნეებში, შეერივნენ ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას და მიიღეს “აფხაზების” სახელწოდება. ეს თანამედროვე ისტორიოგრაფიის ანბანური ჭეშმარიტებებია; ასე, რომ ამის დამალვა ან საწინააღმდეგოს მტკიცება მიგვითითებს მხოლოდ უმეცრებაზე ან ისტორიის ბოროტგანზრახულ ფალსიფიკაციაზე.’’ _ ზვიად გამსახურდია.